ვინ არის ავარიის შედეგად დაღუპული ახალგაზრდა ქალი
32 წლის ქალი, რომელიც დღეს ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ მუგარეთთან, ავტოსაგზაო შემთხვევისას დაიღუპა, მაკა კაკაჩიშვილია.
ის წარმოშობით სოფელ ვალედან იყო და ახალციხეში ცხოვრობდა. გარდაცვლილს ორი მცირეწლოვანი შვილი და მეუღლე დარჩა.
თვითმხილველების ინფორმაციით, მსუბუქი მანქანა და ტრაილერი ერთმანეთს შეეჯახა, მომხდარის შედეგად, მსუბუქი მანქანის მძღოლი, 32 წლის ქალი ადგილზე გარდაიცვალა.