loader

მიშა ანდღულაძის სკანდალური განცხადება - "ოლიგარქმა არ შეიძლება უფულობა დაასახელოს მიზეზად – მიზეზი იყო სოლოლაკი რომ ვერ “ავიღეთ” - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მიშა ანდღულაძის სკანდალური განცხადება - "ოლიგარქმა არ შეიძლება უფულობა დაასახელოს მიზეზად – მიზეზი იყო სოლოლაკი რომ ვერ “ავიღეთ”

“ჩვენ როდესაც გადავედით “ფორმულაზე”, გავიდა ერთი-ორი წელი და ერთ დღესაც გვეუბნებიან, რომ ყველა გადაცემა, რომელსაც ვაკეთებდით და დაახლოებით ხუთ გადაცემას ვაკეთებდით, ყველა ერთად, უცებ დაიხურა”, – ამის შესახებ იუმორისტმა მიშა ანდღულაძემ გიორგი ვარდოსანიძის პოდკასტში ისაუბრა.

ანდღულაძის განცხადებით, “ფორმულაზე” გასართობი გადაცემების დახურვა ფულს არ უკავშირდებოდა, ვინაიდან, შეუძლებელია, ოლიგარქმა მიზეზად თანხების არარსებობა მოიყვანოს. მისივე თქმით, გადაცემები იმის გამო დაიხურა, რომ მათ ვერ შეძლეს “სოლოლაკის აღება”.