loader

"სა­ქარ­თვე­ლო­ში და­ვი­ბა­დე, მაგ­რამ ხა­ჭა­პუ­რი რუ­სეთ­ში უფრო გემ­რი­ე­ლია" - ვინ არის საქართველოში დაბადებული სომეხი მებრძოლი, რომლის ვიდეოც სკანდალად იქცა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"სა­ქარ­თვე­ლო­ში და­ვი­ბა­დე, მაგ­რამ ხა­ჭა­პუ­რი რუ­სეთ­ში უფრო გემ­რი­ე­ლია" - ვინ არის საქართველოში დაბადებული სომეხი მებრძოლი, რომლის ვიდეოც სკანდალად იქცა

ქარ­თულ სპორ­ტულ "ფე­ის­ბუქ" ჯგუ­ფებ­სა და გვერ­დებ­ზე დღეს მთე­ლი დღეა სა­ქარ­თვე­ლო­ში და­ბა­დე­ბუ­ლი სო­მე­ხი სპორ­ტსმე­ნი­სა და რუ­სე­თის დი­დად მყვა­რებ­ლის, არ­მან ცა­რუ­კი­ა­ნის ვი­დეო ვრცელ­დე­ბა, სა­დაც ის ამ­ბობს, რომ რუ­სეთ­ში უფრო გემ­რი­ე­ლი ხა­ჭა­პუ­რი მზად­დე­ბა, ვიდ­რე სა­ქარ­თვე­ლო­ში.

"მე სა­ქარ­თვე­ლო­ში და­ვი­ბა­დე, მაგ­რამ ხა­ჭა­პუ­რი რუ­სეთ­ში უფრო გემ­რი­ე­ლია, ვიდ­რე სა­ქარ­თვე­ლო­ში“, - ამ­ბობს UFC-ის 27 წლის მებ­რძო­ლი.რო­გორც მო­სა­ლოდ­ნე­ლი იყო, ქარ­თველ გულ­შე­მატ­კივ­რებ­ში ამ ვი­დე­ომ უარ­ყო­ფი­თი რე­აქ­ცი­ე­ბი და გა­მოხ­მა­უ­რე­ბე­ბი გა­მო­იწ­ვია.

არ­მა­ნი 1996 წელს სა­ქარ­თვე­ლო­ში, ახალ­ქა­ლაქ­ში და­ი­ბა­და. ჭი­და­ო­ბა­საც პირ­ვე­ლად სა­ქარ­თვე­ლო­ში ეზი­ა­რა და იმის შემ­დეგ სპორ­ტის­თვის თავი არ და­უ­ნე­ბე­ბია. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ცა­რუ­კი­ა­ნი სა­ქარ­თვე­ლო­ში და­ი­ბა­და, ხოლო რუ­სეთ­ში გა­ი­ზარ­და, ოქ­ტა­გონ­ზე სომ­ხე­თის დრო­შით გა­მო­დის, თუმ­ცა მას სომ­ხე­თის მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა არ აქვს.

ცა­რუ­კი­ა­ნი რუ­სე­თის სამ სა­უ­კე­თე­სო ქა­ლა­ქად მოს­კოვს, პე­ტერ­ბურ­გსა და სოჭს ასა­ხე­ლებს.

"ზღვა, მთე­ბი, სპორ­ტუ­ლი მო­ედ­ნე­ბი. მე ხომ სპორ­ტსმე­ნი ვარ?! ამი­ტო­მაც ამ გად­მო­სა­ხე­დი­დან ვა­ფა­სებ. იქ საბ­რძო­ლო ხე­ლოვ­ნე­ბე­ბის დიდი ცენ­ტრი გახ­სნეს. მიყ­ვარს სა­ნა­პი­რო­ზე სირ­ბი­ლი, კვად­რო­ციკ­ლით სე­ირ­ნო­ბა და სნო­უ­ბორ­დით სრი­ა­ლი“, - აღ­ნიშ­ნავს მებ­რძო­ლი.

ამ­ჟა­მად ცა­რუ­კი­ა­ნი მსოფ­ლი­ოს სა­უ­კე­თე­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ში, UFC-ში იბ­რძვის. ის მსუ­ბუ­ქი წო­ნის რე­ი­ტინ­გის მე­ო­თხე ნო­მე­რია. 14 აპ­რილს UFC 300-ზე ის ლე­გენ­და­რულ ბრა­ზი­ლი­ელს, ჩარლზ ოლი­ვე­რი­ას და­უ­პი­რის­პირ­დე­ბა. გა­მარ­ჯვე­ბის შემ­თხვე­ვა­ში კი ტი­ტუ­ლის­თვის იბ­რძო­ლებს.

წყარო: https://www.ambebi.ge/article/304404-me-sakartveloshi-davibade-magram-xachapuri-rusetshi/?fbclid=IwAR3aw5yPXqhSOZ2gbkTeX5xF_H5dOt1k1xbM4TVTHQ2-hFk-5eJG7xYTPP0