loader

"მამაო, რატომ ითხოვთ შენდობას, რა ხდება მართლა?! ეს რა კატასტროფამდე ვართ მისული... სააკაშვილის დრო დაბრუნდა?!" - ირმა ინაშვილი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"მამაო, რატომ ითხოვთ შენდობას, რა ხდება მართლა?! ეს რა კატასტროფამდე ვართ მისული... სააკაშვილის დრო დაბრუნდა?!" - ირმა ინაშვილი

"მამაო, რატომ ითხოვთ შენდობას, რა ხდება მართლა?! თქვენ და არც არავის არაფერი დაგვიშავებია, ეს რა კატასტროფამდე ვართ მისული, ისევ გამოცოცხლდნენ ეკლესიის მტრები, სააკაშვილის დრო დაბრუნდა?! თავის გამოყოფას ვერ ბედავდნენ ფანჯრიდან. ასეთი მართლა რა მოხდა, რომ საჯაროდ შენდობას ითხოვთ?!" - ასე მიმართავს „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი, ირმა ინაშვილი არქიმანდრიტ იოვანე მჭედლიშვილს, რომელმაც სამების საკათედრო ტაძრისთვის შეწირულ წმინდა მატრონას ხატზე გამოსახულ სტალინთან დაკავშირებით შენდობა ითხოვა და განაცხადა, რომ "ხატის ტაძარში დაბრძანება უნდა მეცნობებინა საპატრიარქოსთვის"

"მამაო, რატომ ითხოვთ შენდობას, რა ხდება მართლა?! თქვენ და არც არავის არაფერი დაგვიშავებია, ეს რა კატასტროფამდე ვართ მისული, ისევ გამოცოცხლდნენ ეკლესიის მტრები, სააკაშვილის დრო დაბრუნდა?! თავის გამოყოფას ვერ ბედავდნენ ფანჯრიდან. ასეთი მართლა რა მოხდა, რომ საჯაროდ შენდობას ითხოვთ?!ამათი შიშით აღარ ვისუნთქოთ?! ესენი ნეობოლშევიკები არიან, ამათ ზეიმს როგორ უნდა შევუწყოთ ხელი?! მორწმუნე საზოგადოება ღელავს არა იმიტომ, რომ ტაძარში ხატი შებრძანდა, არამედ იმიტომ, რომ აშკარად ხედავს უსამართლო დათმობებს. გავიგეთ, რომ საპატრიარქოს უნდა მშვიდობა. თუმცა, მშვიდობა უკვე იყო და ეს, რატომღაც, ვერ გააცნობიერეს საპატრიარქოში და როცა მტერი დამარცხდა, მაშინ გამოვიდა, რომ მტერს კოჭი გაუგორეს და გააცოცხლეს ის. ჩვენ გვესმის მოტივაცია. საპატრიარქოს უნდა მშვიდობა. ამ გადაწყვეტილებამ მშვიდობა სულაც არ მოიტანა, მრევლი პირიქით გააღიზიანა, მაგრამ მაზიარებლები ვართ და დავემორჩილეთ. ახლა არც თქვენ არაფერი დაგიშავებიათ და არც არავის და შენდობას რაღაზე ითხოვთ, გამაგებინეთ?! დამიჯერეთ, ამდენი უკანდახევა ვერავის ვერ გაახარებს."