loader

"ამ განცხადებამ სულ არ გამახარა და სხვაგვარად გადავწყვეტდი ამ საკითხს, თუმცა ვემორჩილებით პატრიარქის რჩევას... ხატი დარჩება ტაძარში! შესწორების გაკეთება ადგილზე შეიძლება" - ირმა ინაშვილი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ამ განცხადებამ სულ არ გამახარა და სხვაგვარად გადავწყვეტდი ამ საკითხს, თუმცა ვემორჩილებით პატრიარქის რჩევას... ხატი დარჩება ტაძარში! შესწორების გაკეთება ადგილზე შეიძლება" - ირმა ინაშვილი

"ვემორჩილებით პატრიარქის რჩევას - არ მოხდება ხატის გატანა იმიტომ, რომ არ არის საჭიროება ხატი გავიდეს ტაძრიდან, დარჩება ხატი ტაძარში!" - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა, ირმა ინაშვილმა განუცხადა.

მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ სამების ტაძრისთვის შეწირულ ხატში კანონიკა დარღვეული არაა, ე.წ. სტალინის ეპიზოდს ხატში მაინც შეცვლიან.

„ჩვენ ვართ მაზიარებლები და შესაბამისად, ჩვენთვის მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ პატრიარქის რჩევა. როგორც მე ვიცი, ეს განცხადება იყო პატრიარქთან შეთანხმებული და იმის მიუხედავად, რომ პირადად ამ განცხადებამ სულ არ გამახარა და სხვაგვარად გადავწყვეტდი ამ საკითხს, ჩვენ ვემორჩილებით პატრიარქის ამ რჩევას. ტექნიკურად ეს როგორ განხორციელდება ამაზე საუბარი არ შემიძლია, იმიტომ, რომ არ ვარ პროფესიონალი. გავივლით კონსულტაციას პროფესიონალებთან და ჩამოვყალიბდებით. მიმაჩნია, რომ ამ ხატზე არ იყო კანონიკა დარღვეული. ამის შესახებ არაერთი პროფესიონალის განმარტება მაქვს პირადად მე მიღებული. საპატრიარქოს განცხადებასაც დააკვირდით, იქ მკაფიოდ წერია ვისი გამოსახვის უფლება აქვს ხატმწერს ანუ სპეციალისტების განმარტება, ვისთანაც მე მქონდა კონსულტაცია არის ის, რომ აქ არ არის დარღვეული კანონიკა. მე არ შევცვლიდი ამას, მაგრამ ვინაიდან არის ასეთი რჩევა, ვემორჩილებით პატრიარქის ამ რჩევას და ვიმოქმედებთ ისე, როგორც გვირჩევს პატრიარქი. არ მოხდება ხატის გატანა იმიტომ, რომ არ არის საჭიროება ხატი გავიდეს ტაძრიდან, დარჩება ხატი ტაძარში. როგორც მეუბნებიან, შეიძლება ადგილზე ამისი გაკეთება. ვადებს ვერ გეტყვით“,- განაცხადა ირმა ინაშვილმა.