loader

"ხატის ტაძარში დაბრძანება უნდა მეცნობებინა საპატრიარქოსთვის... შენდობას ვითხოვ" - არ­ქი­მან­დრი­ტი იო­ვა­ნე მჭედ­ლიშ­ვი­ლი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ხატის ტაძარში დაბრძანება უნდა მეცნობებინა საპატრიარქოსთვის... შენდობას ვითხოვ" - არ­ქი­მან­დრი­ტი იო­ვა­ნე მჭედ­ლიშ­ვი­ლი

"მე, როგორც სამების საკათედრო ტაძრის კეთილმოწესე, ჩემი პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, შექმნილი ვითარების გამო შენდობას ვითხოვ დედა ეკლესიისა და მორწმუნე საზოგადოების წინაშე.

ხატის ტაძარში დაბრძანება უნდა მეცნობებინა საპატრიარქოსთვის" - ამის შესახებ არ­ქი­მან­დრი­ტი იო­ვა­ნე მჭედ­ლიშ­ვი­ლი სოციალურ ქსელში წერს.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ მატ­რო­ნას ხატ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სკან­და­ლი ბოლო კვი­რაა სა­ქარ­თვე­ლო­ში ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე აქ­ტუ­ა­ლურ თე­მად რჩე­ბა. სა­მე­ბის ტა­ძარ­ში დაბ­რძა­ნე­ბულ მატ­რო­ნას ხატ­ზე, რო­მე­ლიც ტა­ძარს და­ვით თარ­ხან-მო­უ­რავ­მა შეს­წი­რა, აღ­მოჩ­ნდა, რომ სტა­ლი­ნიც იყო გა­მო­სა­ხუ­ლი, რა­საც სა­ზო­გა­დო­ე­ბის მხრი­დან პრო­ტეს­ტი მოჰ­ყვა. სა­პატ­რი­არ­ქოს მიერ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი გან­ცხა­დე­ბი­დან ირ­კვე­ვა, რომ ისი­ნი მი­მარ­თა­ვენ შე­მომ­წირ­ველთ, თვი­თონ შე­ი­ტა­ნონ სა­თა­ნა­დო ცვლი­ლე­ბე­ბი ხატ­ში, წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში კი ამას თა­ვად გა­ა­კე­თე­ბენ.