loader

"მად­ლო­ბა სა­პატ­რი­არ­ქოს, რომ გა­ით­ვა­ლის­წი­ნა ჩვე­ნი შე­ნიშ­ვნე­ბი ხა­ტის არა­კა­ნო­ნი­კუ­რო­ბის და სტა­ლი­ნის­ტუ­რი მი­თო­ლო­გი­ის შე­საც­ვლე­ლად, მაგ­რამ ეს არ კმა­რა..." - რას წერს დეკანოზი ილია ჭიღლაძე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"მად­ლო­ბა სა­პატ­რი­არ­ქოს, რომ გა­ით­ვა­ლის­წი­ნა ჩვე­ნი შე­ნიშ­ვნე­ბი ხა­ტის არა­კა­ნო­ნი­კუ­რო­ბის და სტა­ლი­ნის­ტუ­რი მი­თო­ლო­გი­ის შე­საც­ვლე­ლად, მაგ­რამ ეს არ კმა­რა..." - რას წერს დეკანოზი ილია ჭიღლაძე

ბოლო დღე­ე­ბია სკან­და­ლია სა­პატ­რი­არ­ქო­ში არ­სე­ბუ­ლი ხატ­თან და­კავ­ში­რე­ბით, რო­მელ­ზეც წმინ­და მატ­რო­ნა მოს­კო­ველ­თან ერ­თად იო­სებ სტა­ლი­ნიც არის გა­მო­სა­ხუ­ლი. დღეს, 11 იან­ვარს კი სა­პატ­რი­არ­ქოს გა­ავ­რცე­ლა გან­ცხა­დე­ბა, სა­ი­და­ნაც ირ­კვე­ვა, რომ ხაზი შე­იც­ვლე­ბა.

აღ­ნიშ­ნულ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას ეხ­მი­ა­ნე­ბა დე­კა­ნო­ზი ილია ჭიღ­ლა­ძე, რო­მე­ლიც სა­პატ­რი­არ­ქოს მწვა­ვედ აკ­რი­ტი­კებ­და ხა­ტის ამ­გვა­რის ფორ­მით ტა­ძარ­ში დაბ­რძა­ნე­ბის გამო.

"მად­ლო­ბა სა­პატ­რი­არ­ქოს, რომ გა­ით­ვა­ლის­წი­ნა ჩვე­ნი შე­ნიშ­ვნე­ბი ხა­ტის არა­კა­ნო­ნი­კუ­რო­ბის და სტა­ლი­ნის­ტუ­რი მი­თო­ლო­გი­ის შე­საც­ვლე­ლად, მაგ­რამ ეს არ კმა­რა:

მატ­რო­ნას სამ­ღვდე­ლო მა­კურ­თხე­ბე­ლი მარ­ჯვე­ნით აქვს ხელი აპყრო­ბი­ლი, რაც ასე­ვე მკრე­ხე­ლო­ბაა და შე­საც­ვლე­ლია.

ზო­გა­დად რაც მატ­რო­ნა­ზე ვი­ცით, ყვე­ლა­ფე­რი ვი­ცით მხო­ლოდ ვი­ღაც ქალ­ბა­ტონ ჟდა­ნო­ვას მო­ნა­თხრო­ბე­ბით 1990-იან წლებ­ში, ეკ­ლე­სი­ამ მა­ნამ­დე მატ­რო­ნა­ზე არა­ფე­რი იცო­და, არა­და 1950 წელს გარ­და­იც­ვა­ლა ჟდა­ნო­ვას მი­ხედ­ვით მატ­რო­ნა.

შე­სა­ბა­მი­სად სა­ხე­ზე გვაქვს დიდი ყალ­ბის­მქნე­ლო­ბა ჟდა­ნო­ვას და მისი დაჯ­გუ­ფე­ბის მხრი­დან", - წერს დე­კა­ნო­ზი.