loader

"ეს გადაწყვეტილება საპატრიარქომ ხელისუფლების "რჩევით" მიიღო და მეორე - ამიერიდან კოლექტიური ფერაძეები უფრო მეტ თავხედობას გამოიჩენენ" - ირმა ინაშვილი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ეს გადაწყვეტილება საპატრიარქომ ხელისუფლების "რჩევით" მიიღო და მეორე - ამიერიდან კოლექტიური ფერაძეები უფრო მეტ თავხედობას გამოიჩენენ" - ირმა ინაშვილი

"ჯერ ერთი, რომ ეს გადაწყვეტილება საპატრიარქომ ხელისუფლების "რჩევით" მიიღო და მეორე - ამიერიდან კოლექტიური ფერაძეები უფრო მეტ თავხედობას გამოიჩენენ", - ამის შესახებ "პატრიოტთა ალიანსის" გენერალური მდივანი ირმა ინაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

"საპატრიარქომ დაადასტურა, რომ ხატზე შეიძლება გამოსახული იყოს ნებისმიერი ღვთის წინააღმდეგ მებრძოლი, ნებისმიერი მწვალებელი ან ურწმუნო, გამომდინარე კონტექსტიდან! და ეს შეცდომა არ არის. ცხადია, არც სტალინის გამოსახვაა დარღვევა. მეორე მხრივ, ნათელია, რომ საპატრიარქომ დაიცვა სიმშვიდე და ამიტომ გვეუბნება, რომ სტალინის ეპიზოდი უნდა შეიცვალოს. ვიმეორებ: ჩვენ, როგორც მრევლი, ვემორჩილებით საპატრიარქოს გადაწყვეტილებას, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ... ჯერ ერთი, რომ ეს გადაწყვეტილება საპატრიარქომ ხელისუფლების "რჩევით" მიიღო და მეორე - ამიერიდან კოლექტიური ფერაძეები უფრო მეტ თავხედობას გამოიჩენენ", - განაცხადა ირმა ინაშვილმა.