loader

ხმოვანი შეტყობინება, რომელიც მამაკაცმა შვილების მკვლელობამდე რამდენიმე წუთით ადრე ჩაწერა - უმძიმესი ამბავი, რომელმაც მთელი მსოფლიო შეძრა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ხმოვანი შეტყობინება, რომელიც მამაკაცმა შვილების მკვლელობამდე რამდენიმე წუთით ადრე ჩაწერა - უმძიმესი ამბავი, რომელმაც მთელი მსოფლიო შეძრა

სუზან პაუელის ამბავი ძალიან რეზონანსული იყო და მის შესახებ ამერიკული მედია აქტიურად წერდა. უეცრად გაუჩინარებული ქალის ისტორიამ ყველა შეძრა...

სუზან პაუელი რელიგიურ ოჯახში გაიზარდა. ხშირად დადიოდა ეკლესიაში და თავის რჩეულს, ჯოშ პაუელსაც სწორედ იქ შეხვდა. იქორწინეს, ორი ვაჟი შეეძინათ, ერთმანეთი უყვარდათ და ჰარმონიულად ცხოვრობდნენ... ერთი შეხედვით, ყველაფერი იდეალურად იყო, ვიდრე ზამთრის ერთ დღეს სუზანი უკვალოდ არ გაქრა... ამის შემდეგ ოჯახი თითქოს მოჯადოებულ წრეზე დადიოდა.

თავიდან ოჯახში ყველაფერი კარგად იყო, თუმცა ერთ დღეს სუზანმა აღმოაჩინა, რომ მამა-შვილი ყოველდღე დახურულ კარს მიღმა საუბრობდა და მის ზურგს უკან რაღაცას განიხილავდნენ. ქალის აზრით, ჯოშზე მამა ცუდ გავლენას ახდენდა და დამოუკიდებლად ცხოვრების შესაძლებლობას არ აძლევდა. საბოლოოდ, სუზანმა ქმარს სთხოვა, რომ სხვა შტატში მარტო გადასულიყვნენ საცხოვრებლად. მას იმედი ჰქონდა, რომ ეს ურთიერთობაში გაჩენილ ბზარს მალევე შეავსებდა. თუმცა პირიქით მოხდა...

2004 წელს, მაშინ, როდესაც წყვილი ცალკე გადავიდა საცხოვრებლად, ჯოშს მეუღლის მიმართ დამოკიდებულება საბოლოოდ შეეცვალა. როგორც მეგობრები იხსენებენ, მას შეეძლო ქალისთვის საჯაროდ ეყვირა, აგრესია გამოეხატა და შეურაცხყოფა მიეყენებინა.

ჯოშის ბიზნესმა არ გაამართლა და მუშაობას თავი დაანება. ოჯახი თავს სუზანის შემოსავლით ირჩენდა.

ოჯახში კრიზისი სულ უფრო მძაფრდებოდა. ჯოშს მეუღლის მიმართ იმდენი აგრესია ჰქონდა დაგროვილი, რომ გამოსახატად შანსს არ უშვებდა.

2009 წლის 7 დეკემბერს საბავშვო ბაღის მასწავლებელმა დები კოდუელმა აღმოაჩინა, რომ სუზანის ვაჟები ბაღში არ იყვნენ. როდესაც ბავშვები ბაღს აცდენდნენ, სუზანი მასწავლებელს ყოველთვის აფრთხილებდა. ამიტომაც, დების ეს ამბავი გაუკვირდა და გადაწყვიტა, სუზანისთვის დაერეკა. მან ტელეფონზე არ უპასუხა. ტელეფონს არც ჯოში იღებდა. დები და სუზანი მეგობრები იყვნენ, ამიტომაც ქალმა გადაწყვიტა, ბოლომდე გაერკვია, რა ხდებოდა.

მათ 10 საათის განმავლობაში ეძებდნენ, როცა მოულოდნელად ჯოში საკუთარი მანქანით სახლში დაბრუნდა. მანქანიდან მისი ორივე ვაჟი გადმოვიდა, თუმცა სუზანი მათთან ერთად არ იყო. დეტექტივმა შენიშნა ისიც, რომ ჯოშს საერთოდ არ აინტერესებდა ცოლის ბედი და შეკითხვებზე საკმაოდ გულგრილად პასუხობდა.

გაირკვა, რომ სუზანს სამსახურში პატარა სეიფი ჰქონდა. გასაღები მის ჩანთაში იპოვეს. როდესაც პოლიციელებმა სეიფი გახსნეს, იქ წერილი დახვდათ, სადაც ეწერა, რომ ქმარი გამუდმებით სცემდა, ფულს არ აძლევდა და შეურაცხყოფას აყენებდა. ამიტომაც, განქორწინება სურდა.

ბავშვებზე მეურვეობა სუზანის მშობლებს ჰქონდათ, მაგრამ ჯოშს მათი ნახვა პერიოდულად მაინც შეეძლო. 2012 წლის 5 თებერვალს სოციალურმა მუშაკმა ბიჭები ჯოშის სახლში მიიყვანა. კაცმა მოითხოვა, რომ შვილებთან ცოტა ხნით ცალკე სურდა ლაპარაკი. ბავშვები სახლში შეიყვანა, კარი შიგნიდან ჩაკეტა. მალევე სოციალურმა მუშაკმა ბენზინის სუნი იგრძნო და სასწრაფოდ პოლიციას დაურეკა, თუმცა სახლი აფეთქდა... მაშველებმა შენობაში შეღწევა მხოლოდ რამდენიმე საათის შემდეგ მოახერხეს. შემთხვევის შედეგად, ჯოშიც და მისი შვილებიც დაიღუპნენ. ვიდრე ის ამ საშინელ დანაშაულს ჩაიდენდა, ტელეფონზე ხმოვანი მესიჯი ჩაწერა:

"ჩემი შვილების გარეშე ცხოვრება არ შემიძლია. ამიტომაც, ეს გადაწყვეტილება მივიღე. ბოდიშს ვუხდი ყველას, ვისაც ვაწყენინე."

სუზანის მშობლები გამოძიებას ჯერ კიდევ უშედეგოდ ცდილობენ. ისინი ფიქრობენ, რომ ჯოშის კომპიუტერში ბევრი საინტერესო დეტალი იმალება. თუმცა კომპიუტერის გატეხვა ვერავინ შეძლო. განაგრძეთ კითხვა