უმძიმესი კადრები - სარაკეტო შეტევა ხარკოვზე, დაშავებულებს შორის საქართველოს მოქალაქეა
ბოლო მონაცემებით, ხარკოვზე რუსეთის საოკუპაციო ძალების სარაკეტო შეტევის შედეგად, სულ მცირე, 13 ადამიანია დაჭრილი.
მათ შორის არის ერთი საქართველოს მოქალაქე, ასევე - თურქეთის მოქალაქეები და მედიის წარმომადგენლები.
ინფორმაციას საოლქო პროკურატურა ავრცელებს.