loader

"ჩემგან წასულ მეგობარ აქტივისტებს დახვდნენ და სცემეს“ - ნატა ფერაძე სოციალურ ქსელში თვდასხმის ამსახველ ვიდეომასალას აქვეყნებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ჩემგან წასულ მეგობარ აქტივისტებს დახვდნენ და სცემეს“ - ნატა ფერაძე სოციალურ ქსელში თვდასხმის ამსახველ ვიდეომასალას აქვეყნებს

სამოქალაქო აქტივისტის, ნატა ფერაძის განცხადებით, მის მეგობარ აქტივისტებს თავს დაესხნენ.

"ჩემგან წასულ მეგობარ აქტივისტებს დახვდნენ და სცემეს“, - წერს ნატა ფერაძე სოციალურ ქსელში და ვიდეომასალას აქვეყნებს.

ამასთან, თავად აქტივისტების განცხადებით, აგრესიული პირები სამართალდამცველებმა ადგილიდან განარიდეს.

„მოვდიოდით მეგობრებთან ერთად. აქ იდგა ჯგუფი. არც ვიცოდი, „ალტინფოელები“ იყვნენ თუ ვინ იყვნენ. იყო სიტყვიერი შეურაცხყოფა ჩვენი ჯგუფის მიმართ. მოვბრუნდი, ვკითხე, ვის შეაგინეთ-მეთქი და წამიერად დაიწყო ფიზიკური დაპირისპირება“, - აცხადებს ერთ-ერთი აქტივისტი “მთავარ არხთან“.

„ინტერპრესნიუსი“ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა. დამატებითი ინფორმაციის მიღებისთანავე, ინფორმაცია განახლდება.