loader

განაჩენი ცნობილია - პირს, რომელსაც ბრალად ძაღლის სასტიკად ცემა ედება, რამაც ცხოველის სიკვდილი გამოიწვია, მოსამართლემ ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

განაჩენი ცნობილია - პირს, რომელსაც ბრალად ძაღლის სასტიკად ცემა ედება, რამაც ცხოველის სიკვდილი გამოიწვია, მოსამართლემ ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა

ბოლნისის რაიონულმა სასამართლომ ცხოველის მიმართ სასტიკი მოპყრობის საქმეზე ბრალდებულ პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

"საზოგადოების ერთიანი გამარჯვებაა, ცხოველთმოძულეების წინააღმდეგ! ყველას გილოცავთ! მადლობა მოსამართლეს" - წერს ცხოველთა უფლებადამცველი მიშა კაჭკაჭიშვილი.

ცნობისთვის, სოციალურ ქსელში რამდენიმე დღის წინ გავრცელდა კადრები, სადაც პირი სასტიკად უსწორდება ძაღლს.

გამოძიების ინფორმაციით, 6 დეკემბერს, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ კაჩაგანში, ბრალდებულმა ჯოხით სასტიკად სცემა ძაღლს, რამაც ცხოველის სიკვდილი გამოიწვია.

სამართალდამცველებმა ბრალდებული 9 იანვარს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლის მესამე ნაწილით (ცხოველის მიმართ სასტიკი მოპყრობა, რამაც მისი დაღუპვა გამოიწვია) წარედგინა.