loader

"თუ დააკმაყოფილა, ქუჩაში გავდივართ!" - რა ხდება ბოლნისის რაიონულ სასამართლოში, სადაც ამ წუთებში ცხოველთა უფლებების დამცველები იკრიბებიან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"თუ დააკმაყოფილა, ქუჩაში გავდივართ!" - რა ხდება ბოლნისის რაიონულ სასამართლოში, სადაც ამ წუთებში ცხოველთა უფლებების დამცველები იკრიბებიან

ბოლნისის რაიონულ სასამართლოში, სადაც ამ წუთებში იმ პირის სასამარლო პროცესი მიმდინარეობს, რომელსაც ბრალად ძაღლის სასტიკად ცემა ედება, რამაც ცხოველის სიკვდილი გამოიწვია, მოსამართლემ შესვენება გამოაცხადა.

როგორც Palitravideo-ს ცხოველთან უფლებების დამცველმა მიშა კაჭკაჭიშვილმა განუცხადა, ბრალდებულის ადვოკატმა მოსამართლეს გირაოს თხოვნით მიმართა. როგორც მიშა კაჭკაჭიშვილი აცხადებს, თუ მოსამართლემ აღნიშნული მოთხოვნა დააკმაყოფილა, დაიწყება აქციები.

"თუ დააკმაყოფილა, ქუჩაში გავდივართ!" - განაცხადა მიშა კაჭკაჭიშვილმა.

ადგილზე იმყოფებიან ბრალდებულის ოჯახის წევრებიც.

შეგახსენებთ, რომ პროკურატურამ მას ბრალი წაუყენა და დაადგინა, რომ ბრალდებულმა 6 დეკემბერს, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ კაჩაგანში, ჯოხით სასტიკად სცემა ძაღლს, რამაც ცხოველის სიკვდილი გამოიწვია.

სამართალდამცველებმა ბრალდებული 9 იანვარს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლის მესამე ნაწილით (ცხოველის მიმართ სასტიკი მოპყრობა, რამაც მისი დაღუპვა გამოიწვია) წარედგინა.

პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

საქართველოს პროკურატურა ცხოველის მიმართ სასტიკი მოპყრობის დანაშაულებზე მკაცრ სისხლის სამართლის პოლიტიკას ატარებს. ცხოველის წამებისა და მისდამი სასტიკი მოპყრობის დანაშაულებზე პროკურატურის ინიციატივით მომზადდა სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლში შესატანი საკანონმდებლო ცვლილებების პროექტი, რომლის საფუძველზეც ცხოველის წამებისა და მისდამი სასტიკი მოპყრობის დანაშაულებზე სასჯელი გამკაცრდა“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.