loader

ამ წუთებში, იმ პირის სასამარლო პროცესი მიმდინარეობს, რომელსაც ბრალად ძაღლის ჯოხით სასტიკად ცემა ედება, რამაც ცხოველის სიკვდილი გამოიწვია - კადრები სასამართლო პროცესიდან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ამ წუთებში, იმ პირის სასამარლო პროცესი მიმდინარეობს, რომელსაც ბრალად ძაღლის ჯოხით სასტიკად ცემა ედება, რამაც ცხოველის სიკვდილი გამოიწვია - კადრები სასამართლო პროცესიდან

ამ წუთებში იმ პირის სასამარლო პროცესი მიმდინარეობს, რომელსაც ბრალად ძაღლის სასტიკად ცემა ედება, რამაც ცხოველის სიკვდილი გამოიწვია. პროცესი ბოლნისის რაიონულ სასამართლოში მიმდინარეობს. Palitravideo-ს ექსკლუზიურად მიაწოდეს სასამართლო პროცესიდან ვიდეოკადრები. სასამართლო პროცესი მედიისთვის დახურულია.

შეგახსენებთ, რომ პროკურატურამ მას ბრალი წაუყენა და დაადგინა, რომ ბრალდებულმა 6 დეკემბერს, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ კაჩაგანში, ჯოხით სასტიკად სცემა ძაღლი, რამაც ცხოველის სიკვდილი გამოიწვია.

სამართალდამცველებმა ბრალდებული 9 იანვარს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლის მესამე ნაწილით (ცხოველის მიმართ სასტიკი მოპყრობა, რამაც მისი დაღუპვა გამოიწვია) წარედგინა.

პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

საქართველოს პროკურატურა ცხოველის მიმართ სასტიკი მოპყრობის დანაშაულებზე მკაცრ სისხლის სამართლის პოლიტიკას ატარებს. ცხოველის წამებისა და მისდამი სასტიკი მოპყრობის დანაშაულებზე პროკურატურის ინიციატივით მომზადდა სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლში შესატანი საკანონმდებლო ცვლილებების პროექტი, რომლის საფუძველზეც ცხოველის წამებისა და მისდამი სასტიკი მოპყრობის დანაშაულებზე სასჯელი გამკაცრდა“,- ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.