loader

“ყველაფერი სასმლის ბრალია, კაცი რომ ღამეში ერთ ლიტრა არაყს დალევს...“ - ქმრის მიერ სასტიკად მოკლული ქალის ოჯახის წევრი პირველ კომენტარს აკეთებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

“ყველაფერი სასმლის ბრალია, კაცი რომ ღამეში ერთ ლიტრა არაყს დალევს...“ - ქმრის მიერ სასტიკად მოკლული ქალის ოჯახის წევრი პირველ კომენტარს აკეთებს

ქმრის მიერ სასტიკად მოკლული ქალის ოჯახის პირველი კომენტარი. ქეთევან ედიბერიძის ნათესავებს მომხდარზე საუბარი უჭირთ. "პირველებმა" გაარკვია, რომ ერთ-ერთი ბოლო, ვინც ახალგაზრდა ცოლ-ქმარი ბოლოს ნახა, მოკლული ქალის ბაბუაა.

ასაკოვანი კაცი იხსენებს, რომ საბედისწერო საღამოს გიორგი კავლელაშვილი ნასვამი იყო, რაც შესაძლოა, წყვილს შორის კონფლიქტის მიზეზი გამხდარიყო.

“ძალიან კარგი ურთიერთობა ჰქონდათ, მოსიყვარულედ იყვნენ, ოღონდ სვამდა. 3 დღე მათთან გავატარე და ის სამი დღე კი მთვრალი იყო ბიჭი. დაჟე დავტუქსე, მოვუყვანე მაგალითები. ყველაფერი სასმლის ბრალია, ან რაღაცა მიუმატა, ან ჭამა. კაცი რომ ღამეში ერთ ლიტრა არაყს დალევს, ვუთხარი, რომ ეს კატასტროფაა. 4 თვის კუკლა ბავშვი დატოვეს", - ამბობს ბაბუა "პირველებთან".

ვიდეო youtube: ტვ პირველი • TV Pirveli