რამდენი ლარით გაძვირდა შაურმა?
საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი სწრაფი კვების პროდუქტი - შაურმა, გაძვირდა. ცვლილება რამდენიმე ცნობილი კომპანიის ფილიალში არის ასახული. საუბარია ფასის 1-ლარიან მატებაზე.
როგორც მომხმარებლები „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აცხადებენ, შაურმის ფასი მიმდინარე წლიდან არის გაზრდილი.
მაგალითისთვის, თუ მინი-შაურმა აქამდე 9 ლარი ღირდა, ახლა მისი შეძენა 10 ლარად არის შესაძლებელი, ხოლო სტანდარტულის ფასი 11-დან 12 ლარამდე გაიზარდა.
რა გახდა ფასის მატების მიზეზი, ამის შესახებ კომპანიათა კომენტარს „ბიზნესპრესნიუსი“ ცოტა ხანში შემოგთავაზებთ.