loader

"ბავშვი, რომელიც ბაღში დადის, წელიწადში 18-ჯერ რომ გაცივდეს, ნორმაა" - პაატა იმნაძე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ბავშვი, რომელიც ბაღში დადის, წელიწადში 18-ჯერ რომ გაცივდეს, ნორმაა" - პაატა იმნაძე

"ჯანმრთელი ბავშვი, რომელიც ბაღში არ დადის, წელიწადში 6-12-ჯერ რომ გაცივდეს, ან ვირუსი შეხვდეს, ნორმაა" - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ, „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა.

"რაც შეეხება დღეს არსებულ ვითარებას, არაფერი განსაკუთრებული არ ხდება. წინა წლებში კორონავირუსი იყო წამყვანი, ეს ვირუსებიც არსებობდა, თუმცა პირბადის ტარება იცავდა მათგან მოსახლეობას. დღეს, სამწუხაროდ, ნიღაბი არავის უკეთია. შეიძლება ითქვას, რომ ახლა „აიშვეს“ და ზამთრის პერიოდში ჩვეულ ადგილს დაუბრუნდა ეს ვირუსები, რომლებიც 2 წელი არსად ჩანდა.

ბავშვები ისე გაიზარდნენ, რომ იზოლაციაში იყვნენ, ყველა ნიღბით დადიოდა და ამ ვირუსებით არ ყოფილან ინფიცირებული. ბავშვები ახლა დაინფიცირდნენ ამ ვირუსებით და ავადობის მაჩვენებელი მათთან უფრო მაღალია, ვიდრე მოზრდილებში.

ჯანმრთელი ბავშვი, რომელიც ბაღში არ დადის, წელიწადში 6-12- ჯერ რომ გაცივდეს, ან ვირუსი შეხვდეს, ნორმაა. თუ ბავშვი ბაღში დადის, ეს მაჩვენებელი 18-მდე არის - წელიწადში ბავშვი 18-ჯერ რომ გაცივდეს, ნორმაა. 200-მდე სხვადასხვა ვირუსია, რომლებიც ზამთარში გაციების სიმპტომებს იწვევს. გამორჩეულია გრიპი, რომელიც შედარებით უფრო მძიმედ მიმდინარეობს" - ამბობს პაატა იმნაძე.

ინტერვიუს სრული ვერსია იხილეთ ბმულზე.