loader

როგორია იმ კაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელმაც 27 წლის ცოლი მოკლა, შემდეგ კი თვითდაზიანებები მიიყენა - "გულის ჭრილობა იყო, რომელიც გაიკერა" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

როგორია იმ კაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელმაც 27 წლის ცოლი მოკლა, შემდეგ კი თვითდაზიანებები მიიყენა - "გულის ჭრილობა იყო, რომელიც გაიკერა"

„ჯეო ჰოსპიტალსის“ თბილისის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრის რეანიმატოლოგის განცხადებით, მამაკაცი, რომელმაც ვარკეთილში ცოლი მოკლა, კონტაქტურია, თუმცა დღეს ჩვენების მიცემას ვერ შეძლებს.

„პაციენტი კვლავ რეანიმაციაში იმყოფება, გუშინ მას კარდიოქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა. გულის ჭრილობა იყო, რომელიც გაიკერა. ამ დროისთვის პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილური რჩება, გაუარესების გარეშე. პაციენტი კონტაქტურია. სავარაუდოდ, დღეს ჩვენების მიცემას ვერ შეძლებს. დღეს პაციენტის დაკითხვა არ მოხდება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე. მასთან საბადრაგო სამსახურია“, - აღნიშნავს ექიმი.

ცნობისთვის, ვარკეთილში ქმარმა ცოლი მოკლა. ცივი იარაღით მიყენებული ჭრილობებით ახალგაზრდა ქალი ინგოროყვას კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა მედიკოსებმა მისი გადარჩენა ვერ მოახერხეს. არსებული ინფორმაციით, მომხდარის შემდეგ მამაკაცმა თვითდაზიანებები მიიყენა, რის შედეგადაც ის კლინიკაში გადაიყვანეს.