loader

"კანონი მიღებულია და ძალაში შევა 11 იანვრიდან" - რა შემთხვევაში მოგიწევთ გაზრდილი ჯარიმის გადახდა? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"კანონი მიღებულია და ძალაში შევა 11 იანვრიდან" - რა შემთხვევაში მოგიწევთ გაზრდილი ჯარიმის გადახდა?

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში უნებართვო მშენებლობა სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე ჯარიმა 250 000 ლარი იქნება, ნაცვლად 25 000 ლარისა.

როგორც მან თბილისის მერიის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, აღნიშნული კანონი 11 იანვრიდან შევა ძალაში.

„მინდა, შევეხო ჩვენი ქალაქისთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხს, რომელიც ეხება უნებართვო ან სანებართვო პირობების დარღვევით ნაწარმოებ მშენებლობებს, რადგან თითოეული მსგავსი შემთხვევა აზიანებს თბილისს, მის იერსახეს და ამ ქალაქში მცხოვრები თითოეული ადამიანის უფლებას".