loader

(გაფრთხილება! ვიდეო შეიცავს მძიმე კადრებს)"ნუ ისვრით" - შემზარავი კადრები, ნიღბიანი შეიარაღებული პირები ეკვადორის ერთ-ერთ ქალაქში ტელევიზიის სტუდიაში შეიჭრნენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

(გაფრთხილება! ვიდეო შეიცავს მძიმე კადრებს)"ნუ ისვრით" - შემზარავი კადრები, ნიღბიანი შეიარაღებული პირები ეკვადორის ერთ-ერთ ქალაქში ტელევიზიის სტუდიაში შეიჭრნენ

ეკვადორის ერთ-ერთ ქალაქში ტელევიზიის სტუდიაში, პირდაპირი ეთერის დროს, შეიარაღებული პირების ჯგუფი შეიჭრა, რის გამოც ქვეყნის პრეზიდენტმა "შიდა შეიარაღებული კონფლიქტის" მდგომარეობა გამოაცხადა.

შეიარაღებული პირები სტუდიაში საინფორმაციო გადაცემის დროს შეიჭრნენ, რამაც ტელევიზიის თანამშრომლებში პანიკა და შიში გამოიწვია. მათ თანამშრომლები აიძულეს, ძირს დაწოლილიყვნენ. ისმოდა ყვირილი და ფრაზები: "ნუ ისვრით".

მოგვიანებით პოლიციის სპეცრაზმმა ყველა შეიარაღებული პირი დააკავა.

პოლიციის მეთაურმა მედიასთან საუბარში განაცხადა, რომ სამართალდამცველებმა ამოიღეს იარაღი და ასაფეთქებელი ნივთიერებები, რომლებიც შეიარაღებულ პირებს თან ჰქონდათ. პოლიციის ინფორმაციით, ჯამში თავდასხმაში მონაწილე 13 პირი დააკავეს.