loader

"დამიკავშირდნენ იტალიელი ცხოველთა დამცველები, რომლებმაც მოგვაწოდეს იდეა, ამ ძაღლს დავარქვათ ანჯელო ჯორჯია და დავუდგათ მასაც ძეგლი" - რა ინფორმაციას ავრცელებს ცხოველთა უფლებადამცველი მარნეულის მუნიციპალიტეტში სასტიკად მოკლულ ძაღლზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"დამიკავშირდნენ იტალიელი ცხოველთა დამცველები, რომლებმაც მოგვაწოდეს იდეა, ამ ძაღლს დავარქვათ ანჯელო ჯორჯია და დავუდგათ მასაც ძეგლი" - რა ინფორმაციას ავრცელებს ცხოველთა უფლებადამცველი მარნეულის მუნიციპალიტეტში სასტიკად მოკლულ ძაღლზე

"იტალიაში 7 წლის წინ სამმა ბიჭმა თეთრი ძაღლი ჩამოახრჩო, რომელიც ჩამოხრჩობის მომენტშიც კი კუდს უქიცინებდა მათ. ბუნებრივია, ისინი კანონის მთელი სიმკაცრით დასაჯეს. ძაღლს იტალიელებმა დაარქვეს ანჯელო-ანგელოზი და მას ძეგლიც დაუდგეს. დამიკავშირდნენ იტალიელი ცხოველთა დამცველები, რომლებმაც მოგვაწოდეს იდეა, ამ ძაღლს დავარქვათ ანჯელო ჯორჯია და დავუდგათ მასაც ძეგლი" - ამის შესახებ ცხოველთა უფლებების დამცველი მიშა კაჭკაჭიშვილი სოციალურ ქსელში წერს და იმ ძაღლზე საუბრობს, რომელიც მარნეულის მუნიციპალიტეტში პატრონის მიერ სასტიკად იქნა მოკლული.

ცნობისთვის, ძაღლზე ძალადობის ამსახველი ვიდეომასალა სოციალურ ქსელში გავრცელდა. არსებული ინფორმაციით, ძაღლი დაიღუპა.