loader

"როგორც რეპრესირებული ოჯახის წევრი, ვარ შეურაცხყოფილი - ამ ჯალათის უშუალო ხელმოწერით დახვრიტეს ჩემი 27 წლის ბაბუა… ამოჟლიტეს მთელი ოჯახი ” – ელენე ხოშტარია სამების ტაძარში მომხდარ ინციდენტს ეხმაურება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"როგორც რეპრესირებული ოჯახის წევრი, ვარ შეურაცხყოფილი - ამ ჯალათის უშუალო ხელმოწერით დახვრიტეს ჩემი 27 წლის ბაბუა… ამოჟლიტეს მთელი ოჯახი ” – ელენე ხოშტარია სამების ტაძარში მომხდარ ინციდენტს ეხმაურება

,,დროას” ლიდერი ელენე ხოშტარია სოციალურ ქსელში სამების საკათედრო ტაძარში მომხდარ ინციდენტს ეხმაურება, სადაც წმინდა მატრონას ხატს, რომელზეც სტალინია გამოსახული, საღებავი შეასხეს.

,,წამიც არ გამკვირვებია სტალინის "დიადი გამოსახულება" სამებაში. დღეს ეს ინსტიტუტი სწორედ რუსეთს და ძალადობას ქადაგებს.

ამასთანავე, როგორც რეპრესირებული ოჯახის წევრი, ვარ შეურაცხყოფილი. ამ ჯალათის უშუალო ხელმოწერით დახვრიტეს ჩემი 27 წლის ბაბუა, ამოჟლიტეს მთელი ოჯახი ფაქტობრივად, დიდი ბაბუა, ბაბუის ძმა, გადაასახლეს ბებიის და და ასე შემდეგ.

ქვეყნის ისტორიულ მეხსიერებას და ღირსებას რომ ამახინჯებს, ეს ერთი და პირადად, როგორც რეპრესირებული ოჯახის წევრის გათელვაა ეს.

არაფერს არ მოვითხოვ ამათგან, ეს ფორმალური კეკლუცობა იქნებოდა, მაგრამ პირობას ვდებ, ყველაფერს გავაკეთებ, რომ საქართველოში სტალინმა და სტალინისტურმა მეთოდებმა სწორი ადგილი დაიკავონ სანაგვეზე. ყველაფერს გავაკეთებ, რომ საბჭოთა ნარჩენები – მურუსიძის სასამართლო, სუსი, პარტიული მონობა, ძალადობა და აშ. – ჩაბარდეს წარსულს.”