loader

"ეკლესიაში რამეზე საღებავის შესხმა არასწორი საქციელია" - რას წერს გიორგი ბარამიძე სამების ტაძარში მომხდარ ინციდენტზე, სადაც წმინდა მატრონას ხატს, რომელზეც სტალინია გამოსახული, საღებავი შეასხეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ეკლესიაში რამეზე საღებავის შესხმა არასწორი საქციელია" - რას წერს გიორგი ბარამიძე სამების ტაძარში მომხდარ ინციდენტზე, სადაც წმინდა მატრონას ხატს, რომელზეც სტალინია გამოსახული, საღებავი შეასხეს

,,ნაცმოძრაობის” წევრი გიორგი ბარამიძე სოციალურ ქსელში სამების საკათედრო ტაძარში მომხდარ ინციდენტს ეხმაურება, სადაც წმინდა მატრონას ხატს, რომელზეც სტალინია გამოსახული, საღებავი შეასხეს.

,,სამებაში სტალინის ხატი, ცხადია, ქრისტიანობის შეურაცხმყოფელია და ვინც იქ ეს ხატი დადო, მან ჩვენს ეკლესიას პროვოკაცია მოუწყო. ეკლესიაში რამეზე საღებავის შესხმა არასწორი საქციელია.

ნათელია, რომ საქართველოს მტრები – პუტინის რუსეთი, ეცდება, ქრისტიანობა და ეკლესია ევროკავშირში გაწევრიანების იდეასა და მიზანს დააპირისპირონ. ამ მიზნით მრავალი ბინძური სხვა პროვოკაცია განხორციელდება. რუსეთი ეცდება, ქართული საზოგადოება დაყოს და ერთმანეთს დააპირისპიროს. ამ პროვოკაციებს ქართულმა საზოგადოებამ და ჩვენი ეკლესიის მრევლმა (ვისაც საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება გვსურს), არ უნდა ავყვეთ და მათ სწორი პასუხი უნდა გავცეთ.”