loader

"როგორც მღვდელი, საპატრიარქოსგან მოვითხოვ, რომ ეს მატრონა-სტალინის მკრეხელური ნახატი გამოათრიონ ტაძრიდან და საჯაროდ დაწვან" - როგორ ეხმაურება დეკანოზი ილია ჭიღლაძე სამების საკათედრო ტაძარში მომხდარ ინციდენტს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"როგორც მღვდელი, საპატრიარქოსგან მოვითხოვ, რომ ეს მატრონა-სტალინის მკრეხელური ნახატი გამოათრიონ ტაძრიდან და საჯაროდ დაწვან" - როგორ ეხმაურება დეკანოზი ილია ჭიღლაძე სამების საკათედრო ტაძარში მომხდარ ინციდენტს

“არაკანონიკური და მკრეხელური ხატი უნდა დაიწვას! მოვითხოვ საპატრიარქოსგან, გამოათრიონ მატრონა-სტალინის მკრეხელური ნახატი და საჯაროდ დაწვან!” – დეკანოზი ილია ჭიღლაძე სამების საკათედრო ტაძარში მომხდარ ინციდენტს ეხმაურება, სადაც წმინდა მატრონას ხატს, რომელზეც სტალინია გამოსახული, საღებავი შეასხეს.

”არათუ საღებავის შესხმა, მართლმადიდებლური კანონიკის მიხედვით, არაკანონიკური და მკრეხელური ხატი უნდა დაიწვას! ამიტომ მე, როგორც მართლმადიდებელი მღვდელი, მიტროსანი დეკანოზი, ჩვენი საპატრიარქოსგან მოვითხოვ კატეგორიულად, რომ ეს მატრონა-სტალინის მკრეხელური ნახატი გამოათრიონ საპატრიარქო ტაძრიდან და საჯაროდ დაწვან, თანახმად საეკლესიო წესისა!” – წერს ილია ჭიღლაძე.

ხატის შესახებ ფოტო და ვიდეომასალები სოციალურ ქსელში 7 იანვარს გავრცელდა – დეკანოზმა ილია ჭიღლაძემ დაწერა, რომ სამების საკათედრო ტაძარში დაბრძანებულია წმინდა მატრონას ხატი, რომელზეც იოსებ სტალინიცაა გამოსახული.