loader

"მთელ სხეულზე მრავლობითი ჭრილობები ჰქონდა" - ვარკეთილში ქმარმა 27 წლის ცოლი მოკლა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"მთელ სხეულზე მრავლობითი ჭრილობები ჰქონდა" - ვარკეთილში ქმარმა 27 წლის ცოლი მოკლა

ფემიციდის მორიგი შემთხვევა თბილისში - ინგოროყვას სახელობის კლინიკაში დღეს დილით 27 წლის ქეთევან ედიბერიძე შეიყვანეს, რომელსაც თითქმის მთელ სხეულზე მრავლობითი ჭრილობები აღენიშნებოდა. ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

"სასწრაფო დახმარების ჯგუფის მიერ შემოყვანილი იქნა ახალგაზრდა ქალი, რომელსაც მთელ სხეულზე მრავლობითი სისხლმდენი ჭრილობები აღენიშნებოდა. შემოსვლისას პაციენტის მდგომარეობა კრიტიკული იყო. მაშინვე გადაყვანილ იქნა მართვით სუნთქვაზე და სასიცოცხლო ჩვენებით, გადაყვანილი იქნა საოპერაციო ბლოკში, სადაც სამწუხაროდ, მალევე ბიოლოგიური სიკვდილი დაფიქსირდა,“ - აცხადებს ექიმი „ფორმულასთან“.

შემთხვევა ვარკეთილში მოხდა.