loader

“გრემისხევთან დაიწყო საბრძოლო სანგარსავალის გათხრა, დაახლოებით 10 დღის წინ ორკებმა ახალი ბანერი დაამონტაჟეს“- დავით ქაცარავა ახალ ინფორმაციას ავრცელებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

“გრემისხევთან დაიწყო საბრძოლო სანგარსავალის გათხრა, დაახლოებით 10 დღის წინ ორკებმა ახალი ბანერი დაამონტაჟეს“- დავით ქაცარავა ახალ ინფორმაციას ავრცელებს

ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერი დავით ქაცარავა აცხადებს, რომ ოკუპანტებმა გრემისხევთან საბრძოლო სანგარსავალის გათხრა დაიწყეს.

“რუსული საოკუპაციო ძალები არ აჩერებენ თავიანთი საგუშაგოების მოწყობას.

სალბიერი/გრემისხევთან მდებარე საგუშაგოსთან დაიწყო საბრძოლო სანგარსავალის გათხრა. ჩვენს ხელთ არსებული მასალებით დასტურდება, რომ აღნიშნული სანგარსავალის მოწყობის პროცესი ოქტომბრის ბოლოდან დაიწყო.

2023 წლის მარტიდან ორკები განსაკუთრებით გააქტიურდნენ ოკუპაციის ხაზის გასწვრივ საგუშაგოების კეთილმოწყობა-განვითარების კუთხით. დაახლოებით 10 დღის წინ ამავე სალბიერთან ორკებმა ახალი ბანერი დაამონტაჟეს. ჩვენ კიდევ ვუმღეროთ რუსებს რომანსები...“

ვიდეო: "მთავარი არხი"