მსახიობ ზურა ბერიკაშვილის დისშვილი საზოგადოებას აფრთხილებს - "გაითვალისწინეთ, რომ მსგავს პაციენტებში ე.წ. ჩუმი ინფარქტის ძალიან მაღალი რისკია"
"მეგობრებო, ვისაც გყავთ მეგობრები/ახლობლები/ნაცნობები, რომლებსაც აქვთ დიაბეტი, გაითვალისწინეთ, რომ მსგავს პაციენტებში ე.წ. ჩუმი ინფარქტის ძალიან მაღალი რისკია.
სისხლში მომატებული შაქარი დროთა განმავლობაში აზიანებს ნერვულ სისტემას, რაც იწვევს მგრძნობელობის დაქვეითებას სხვადასხვა ორგანოს მიმართ, მათ შორის, გულის. შესაბამისად, ვერ გრძნობენ ტკივილს.
აუცილებელია გულ-სისხლძარღვთა თანმიმდევრული და კონსისტენტური კონტროლი" - ამის შესახებ მსახიობ ზურა ბერიკაშვილის დისშვილი ანო მაისურაძე სოციალურ ქსელში წერს.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ მსახიობ ზურა ბერიკაშვილს მოულოდნელად ჯანმრთელობის პრობლემა შეექმნა - მას ინფარქტის შედეგად გული გაუჩერდა, რამაც ტვინის დაზიანება გამოიწვია. მსახიობი კომაშია. მომხდარის შესახებ აუდიტორიას სოციალური ქსელის საშუალებით მსახიობის დამ, მანანა ბერიკაშვილმა აცნობა.