loader

ვრცელდება გიორგი ნაზღაიძეზე თავდასხმის ახალი კადრები - რა ისმის ვიდეოში, რომელიც ცოტა ხნის წინ გავრცელდა? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ვრცელდება გიორგი ნაზღაიძეზე თავდასხმის ახალი კადრები - რა ისმის ვიდეოში, რომელიც ცოტა ხნის წინ გავრცელდა?

"ფორმულა" გიორგი ნაზღაიძეზე თავდასხმის ახალ კადრებს აქვეყნებს.

ცნობისთვის, 6 იანვარს ტელეწამყვანმა გიორგი ნაზღაიძემ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ორბელიანის მოედნის ავტოსადგომზე დაახლოებით 30 ადამიანი თავს დაესხათ მას და მის მეგობრებს.

"თავი ასეთ საფრთხეში არასოდეს მიგრძნია, არანაირმა დალაპარაკებამ არ გაჭრა. ერთ-ერთმა თავდამსხმელმა სცადა ორჯერ დაერტყა ჩემთვის დანა, რომელიც სასწაულებრივად ავიცილე. იძულებული გავხდით, ამ დაჯგუფებას გავცილებოდით და თავი გადაგვერჩინა, გავიქეცით. ისინი მოგვდევდნენ და ქუჩის სკამებს გვესროდნენ.

ხალხს ვთხოვდით დახმარებას და არავინ არ დაგვეხმარა, მხოლოდ ერთმა გოგონამ გაგვიჩერა ავტომობილი და მას დაუზიანეს მანქანა, დაუჭრეს საბურავები.

ახლაც ვერ მოვდივარ გონს მომხდარის გამო, მართლა სასწაულებრივად გადავრჩით. ქალაქის ცენტრში 30 შეიარაღებული მოზარდის პირისპირ მარტო აღმოვჩნდით მე და ჩემი ორი მეგობარი, რომელთაგან ერთი მძიმე ფსიქოლოგიური მდგომარეობის ქვეშ არის.

ამ ადამიანებისგან და მსგავსი შემთხვევებისგან არავინ არის დაცული. ამიტომ დროულად უნდა მოხდეს დამნაშავეების გამოვლენა და პასუხი უნდა აგონ აუცილებლად!!

მადლობა ამ უცნობ გოგონას და იმ ტაქსის მძღოლს, რომელმაც შუაგზაზე გაგვიჩერა ავტომობილი და ფაქტობრივად, ჩვენი სიცოცხლე გადაარჩინა!" - წერს გიორგი ნაზღაიძე.