"დღეს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მივიღეთ! დარწმუნებული ვარ, დაგაინტერესებთ" - ბრიფინგი მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ
"დღეს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მივიღეთ უსახლკარო მრავალშვილიან ოჯახებთან დაკავშირებით. 1 000-მდე ოჯახს სახელმწიფო ახალ საცხოვრებელ ფართებს გადასცემს. პროგრამის ჯამური ბიუჯეტი 50 000 000 ლარს შეადგენს", - ჯანდაცვის მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის ბრიფინგი მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ.