loader

"ეპი­დე­მი­ო­ლო­გი­უ­რი სი­ტუ­ა­ცია გარ­თულ­და - ბავ­შვთა სა­წოლ­ფონ­დის კო­ლაფ­სია პრაქ­ტი­კუ­ლად..." - პედიატრის გაფრთხილება მშობლებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ეპი­დე­მი­ო­ლო­გი­უ­რი სი­ტუ­ა­ცია გარ­თულ­და - ბავ­შვთა სა­წოლ­ფონ­დის კო­ლაფ­სია პრაქ­ტი­კუ­ლად..." - პედიატრის გაფრთხილება მშობლებს

პე­დი­ატ­რი ლალი ჯა­ნა­შია მშობ­ლებს აფრ­თხი­ლებს. ექი­მის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ეპი­დე­მი­ო­ლო­გი­უ­რი სი­ტუ­ა­ცია გარ­თულ­და რო­გორც დე­და­ქა­ლაქ­ში, ასე­ვე რე­გი­ო­ნებ­ში/ პე­დი­ატ­რი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს, რომ ქვე­ყა­ნა­ში კო­ვი­დის, ჩუ­ტყვა­ვი­ლას და ქუნთრუ­შას ახლი შემ­თხვე­ვე­ბი გა­მოვ­ლინ­და.

"ძა­ლი­ან არ მინ­და სა­ა­ხალ­წლო გან­წყო­ბა გა­გი­ფუ­ჭოთ, მაგ­რამ ეპი­დე­მი­ო­ლო­გი­უ­რი სი­ტუ­ა­ცია გარ­თულ­და თა­ნაბ­რად რო­გორც დე­და­ქა­ლაქ­ში, ასე­ვე რე­გი­ო­ნებ­ში, A გრი­პის შემ­თხვე­ვე­ბი მე­სა­მედ­ზე მე­ტია გრიპ­ზე გა­ტეს­ტილ პა­ცი­ენ­ტებ­ში, ბავ­შვთა სა­წოლ­ფონ­დის კო­ლაფ­სია პრაქ­ტი­კუ­ლად, დღის სტა­ცი­ო­ნა­რის მეშ­ვე­ო­ბით ვა­ხერ­ხებთ და­ვას­ტა­ბი­ლუ­როთ და ჰოს­პი­ტა­ლი­ზა­ცი­ას ავა­რი­დოთ პა­ცი­ენ­ტთა ნა­წი­ლი, პა­რა­ლე­ლუ­რად არის კო­ვი­დის, ჩუ­ტყვა­ვი­ლას და ქუნთრუ­შას შემ­თხვე­ვე­ბი, ამოვ­ყოთ პა­ტივ­ცე­მუ­ლო ჩი­ნოვ­ნი­კე­ბო თავი სა­ცი­ვი­დან და მო­ვი­დეთ ფორ­მა­ში!

მშობ­ლებს გთხოვთ, პირ­ვე­ლი­ვე სა­ა­თებ­ში ნუ მი­მარ­თავთ ჰოს­პი­ტა­ლებს, ოჯა­ხის ექი­მე­ბის დახ­მა­რე­ბით, პირ­ვე­ლი 24 სა­ა­თი ვმარ­თოთ ბი­ნა­ზე პა­ტა­რე­ბი ფი­ზი­კუ­რი გაგ­რი­ლე­ბის და ან­ტი­პი­რე­ტუ­ლი(სი­ცხის დამ­წე­ვი) სა­შუ­ა­ლე­ბე­ბით, დატ­ვირ­თეთ სი­თხე­ე­ბით. მზად ვართ, და­გეხ­მა­როთ რო­გორც ონ­ლა­ინ, ასე­ვე დღის სტა­ცი­ო­ნა­რის ფარ­გლებ­ში.

თუ ბავ­შვი ადი­ნა­მი­უ­რია, აქვს ღე­ბი­ნე­ბა, ფა­ღა­რა­თი და არ იღებს სი­თხეს, აუ­ცი­ლებ­ლად მი­მარ­თეთ ექიმს, ნუ იყე­ნებთ ბი­ნა­ზე ინ­ფუ­ზი­ას (გა­დას­ხმას), კა­ტე­გო­რი­უ­ლად მი­უ­ღე­ბე­ლია ეს ფორ­მა, ასე­ვე ნუ იწყებთ ან­ტი­ბი­ო­ტი­კო­თე­რა­პი­ას, ნუ წაშ­ლით კლი­ნი­კურ სუ­რათს, ნუ აზი­ა­ნებთ შვი­ლე­ბის იმუ­ნურ სის­ტე­მას, ჯან­მრთე­ლო­ბას გი­სურ­ვებთ“! – წერს ლალი ჯა­ნა­შია სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში.