loader

ბათუმის ზოოკუთხეში მაიმუნმა პატარა მაიმუნი მოკლა - რას ყვებიან თვითმხილველები "ბათუმელებთან"? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ბათუმის ზოოკუთხეში მაიმუნმა პატარა მაიმუნი მოკლა - რას ყვებიან თვითმხილველები "ბათუმელებთან"?

დღეს, 7 იანვარს, ბათუმის ზოოკუთხეში მაიმუნმა პატარა მაიმუნი მოკლა.

„დედას კალთაში ყავდა ჩვილი, ეფერებოდა და იქვე აგრესიულად იქცეოდა სხვა მაიმუნი, გამოგლიჯა ხელიდან და დააგდო ძირს, პოლიციასაც ვუთხარით… ზოოკუთხეში კი, ზედამხედველი არავინ იყო“ – უთხრა „ბათუმელებს“ თვითმხილველმა.

ზოოკუთხე ბათუმის ბოტანიკური ბაღის დაქვემდებარებაშია.

„ზოოლოგიურ განყოფილებაში სამწუხარო ფაქტს ადასტურებენ, თუმცა აცხადებენ, რომ ზოოკუთხეში 24-საათიანი მონიტორინგი მიმდინარეობს, ამ დროსაც ადგილზე იმყოფებოდა გუშაგი და ლაბორანტი. განყოფილებაში ასევე ამბობენ, რომ პატარა მაიმუნი დედამ მოკლა და ამ ჯიშის ცხოველებში ასეთ ფაქტს იშვიათად მაგრამ ადგილი აქვს“ – უთხრეს „ბათუმელებს“ ბოტანიკური ბაღის ადმინისტრაციაში.

წყარო: https://batumelebi.netgazeti.ge/news/511228/?fbclid=IwAR3avyeYiJy7wf8BKN2E3sYnSdzyT0LWnjY_klkFeMbJbvPYkIp_eE8FSFI