loader

"ახლაც ვერ მოვდივარ გონს მომხდარის გამო, წარმოუდგენელი ამბავი გადამხდა! გავიქეცით, ისინი მოგვსდევდნენ, ხალხს ვთხოვდით დახმარებას" - გიორგი ნაზღაიძე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ახლაც ვერ მოვდივარ გონს მომხდარის გამო, წარმოუდგენელი ამბავი გადამხდა! გავიქეცით, ისინი მოგვსდევდნენ, ხალხს ვთხოვდით დახმარებას" - გიორგი ნაზღაიძე

"ახლაც ვერ მოვდივარ გონს მომხდარის გამო. მართლა სასწაულებრივად გადავრჩით" - გუშინ, საღამოს გი­ორ­გი ნა­ზღა­ი­ძე­ზე თავ­დას­ხმა სცა­დეს, ამის შესახებ "რუსთავი 2"-ის ტე­ლე­წამ­ყვანი სოციალურ ქსელში წერს.

"დღეს საღამოს რამდენიმე საათის წინ, ჩემს ორ მეგობართან ერთად წარმოუდგენელი ამბავი გადამხდა. ორბელიანის მოედნის ავტოსადგომზე დაახლოებით 30 ადამიანი თავს დაგვესხა.

თავი ასეთ საფრთხეში არასოდეს მიგრძვნია. არანაირმა დალაპარაკებამ არ გაჭრა. ერთ-ერთმა თავდამსხმელმა სცადა ორჯერ დაერტყა ჩემთვის დანა, რომელიც სასწაულებრივად ავიცილე. იძულებული გავხდით, ამ დაჯგუფებას გავცილებოდით და თავი გადაგვერჩინა - გავიქეცით, ისინი მოგვსდევდნენ და ქუჩის სკამებს გვესროდნენ.

ხალხს ვთხოვდით დახმარებას და არავინ არ დაგვეხმარა, მხოლოდ ერთმა გოგონამ გავვიჩერა ავტომობილი და მას დაუზიანეს მანქანა, დაუჭრეს საბურავები.

ახლაც ვერ მოვდივარ გონს მომხდარის გამო. მართლა სასწაულებრივად გადავრჩით, ქალაქის ცენტრში 30 შეიარაღებული მოზარდის პირისპირ მარტო აღმოვჩნდით მე და ჩემი ორი მეგობარი, რომელთაგან ერთი მძიმე ფსიქოლოგიური მდგომარეობის ქვეშ არის.

ამ ადამიანებისგან და მსგავსი შემთხვევებისგან არავინ არის დაცული, ამიტომ დროულად უნდა მოხდეს დამნაშავეების გამოვლენა და პასუხი უნდა აგონ აუცილებლად!!!

მადლობა ამ უცნობ გოგონას და იმ ტაქსის მძღოლს, რომელმაც შუაგზაზე გაგვიჩერა ავტომობილი და ფაქტობრივად ჩვენი სიცოცხლე გადაარჩინა!" - წერს ნაზღაიძე.