loader

"კიდევ ეს იგინება... სიკვდილს წამებსა და მილიმეტრებში დავუსხლტით ზუსტად მანდ!" - კადრები ნუცუბიძიდან, რამაც საზოგადოების აღშფოთება გამოიწვია - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"კიდევ ეს იგინება... სიკვდილს წამებსა და მილიმეტრებში დავუსხლტით ზუსტად მანდ!" - კადრები ნუცუბიძიდან, რამაც საზოგადოების აღშფოთება გამოიწვია

"140 კმ/სთ-ით მიდიოდა ნუცუბიძის ფერდობზე, სადაც დასაშვებია 50 კმ/სთ-ით მოძრაობა. ბოლოში მაგრად გადარჩა. თქვენი აზრით, რატომ რისკავენ ასე?" - ამის შესახებ მოძრაობა "ჩემი ქალაქი მკლავს" სოციალურ ქსელში წერს და ვიდეოს აქვეყნებს.

კადრებს საზოგადოების მხრიდან უარყოფითი გამოხმაურება მოჰყვა:

"ცოდოა, ვინმე გააუბედუროს ან თავად გაუბედურდეს სიკვდილით ან ციხით. გალახვა წამალია, ვისაც არ ეზარება და ჯანი აქვს ასეთ დროს. სამწუხაროდ, კანონი არაეფექტურია...

იმიტომ, რომ უპასუხისმგებლო და დაბალი ინტელექტის მქონე ადამიანები არიან, ეგოისტები...

ასეთების ყველაზე შესაფერისი სასჯელია ცხოვრების ბოლომდე აეკრძალოს ავტომობილთან მიახლოება (ტარება მანქანის)...

კიდევ ეს იგინება...

ყველას არ უნდა ჰქონდეს მართვის მოწმობა. ასეთები სხვასაც საფრთხეს უქმნიან და პოლიციამ უნდა გამოიძიოს, ვინ ბრძანდება ეს თავქარიანი და აეკრძალოს სააჭესთან დაჯდომა...

ეს ის შემთხვევაა, როცა საკუთარი სიცოცხლეც და სხვისი სიცოცხლეც ჰკიდია...

როგორი მუსიკალური გემოვნებაც აქვს, ისეთივე ქმედებები აქვს...

სიკვდილს წამებსა და მილიმეტრებში დავუსხლტით ზუსტად მანდ, ერთხელ, ასეთი რეგვენის გამო!

რატომ იღუპავთ თქვენს თავს და რატომ ღუპავთ სხვას?! დაიფარა ღმერთმა ის მანქანაც და თქვენც..."