“ბევრი გისაყვედურე, უბრძოლველად რატომ წახვედი და დამტოვე-თქო... ნეტა ეს დღე არ ყოფილიყო“ - ნიკა ქაცარიძის მეუღლე ემოციურ წერილს აქვეყნებს
2022 წლის 5 იანვარს რუსთაველის თეატრის მსახიობი, 43 წლის ნიკა ქაცარიძე გარდაიცვალა. წინასწარი ინფორმაციით, მიზეზი გულის შეტევა იყო. ნიკა ქაცარიძე 2005 წლიდან რუსთაველის თეატრის მსახიობი იყო. მას მეუღლე და ორი შვილი დარჩა.
ტრაგედიიდან 2 წლის შემდეგ მისი მეუღლე ნინო ბერიძე სოციალურ ქსელში წერს:
“ასე შევხვდით ორი წლის შემდეგ პირველ იანვარს მე აქ, შენ იქ. ბევრი გისაყვედურე, უბრძოლველად რატომ წახვედი და დამტოვე-თქო. ისევ უხმოდ გულში ჩავიკალი ჩემი ტკივილი, ზეცას ავხედე, ვიცოდი, რომ იქვე ახლოს იყავი ჩემთან და ჩემი ფიქრები გესმოდა.
შვილების მფარველობა და მათი ჯანმრთელობა გთხოვე. ახლა კი ისევ 5 იანვარი თენდება, ტკივილით სავსე დღე, ნეტა ეს დღე არ ყოფილიყო. მომენატრე“.