loader

"სასწრაფოდ საყურადღებოა!" - რა კადრები ვრცელდება სოციალურ ქსელში ნიკორწმინდიდან? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"სასწრაფოდ საყურადღებოა!" - რა კადრები ვრცელდება სოციალურ ქსელში ნიკორწმინდიდან?

"სასწრაფოდ საყურადღებოა ნიკორწმინდის უნიკალური ტაძრის ფასადის ქვის მდგომარეობა.

ტაძრის სახურავი, რომლის რეაბილიტაცია 2017-2019 წლებში ჩატარდა, რამდენიმე ადგილზე ნალექის სახურავიდან გადატანას ვერ უზრუნველყოფს და ქვა ზიანდება.

მდგომარეობის გაუარესება თვალშისაცემია. სახურავი სპილენძისაა და ნალექის დროს წყლის მუდმივი შემხებლობის გამო ქვის შეფერილობაც შეცვლილია.

კლიმატის გათვალისწინებით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თოვლისგან საძირკველთან კედლების გათავისუფლება, რამდენადაც რაჭაში თოვლი იშვიათობა არ არის, აღმავალი ტენის ზრდის რისკებს აპროვოცირებს.

ამ მხრივ განსაკუთრებით საყურადღებოა ჩრდილოეთ ფასადის მდგომარეობა, სადაც თოვლის დნობა პირდაპირ ფუნდამენტში ხდება და გარედან კედელი სველია.

კულტურული მემკვიდრეობა, იცნობთ ამ პრობლემას თუ გელათივით "რეაბილიტაციისთვის დამახასიათებელი უმნიშვნელო ხარვეზია?" - ამის შესახებ ორგანიზაცია "ევროპა ჩვენი სახლიას" დამფუძნებელი თორნიკე ბარათაშვილი სოციალურ ქსელში წერს და ფოტო-ვიდეომასალას აქვეყნებს.