"ამას არ დავმალავ" - რა თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა ყრილობის დასრულების შემდეგ?
ისეთი ვითარებაა დღეს ქვეყანასა და მსოფლიოში, რომ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნება აუცილებელი იყო - ბიძინა ივანიშვილის როლი არის ჩვენი ქვეყნის გადარჩენა,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილის დაბრუნების შესახებ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, ურთულეს გეოპოლიტიკურ ვითარებაში ბიძინა ივანიშვილის როლი, გადამწყვეტია.