"ვაიმე, ხალხო, სასწაული ხდება, ხე მოგლიჯა ქარმა და მანქანას დაეთხლიშა" - ვრცელდება კადრები გაგარინის მოედნიდან
დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში ძლიერმა ქარმა გარკვეული პრობლემები შექმნა. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. მათ ცნობით, რამდენიმე მისამართზე წაქცეულია ხეები, დამტვრეულია ხის ტოტები, დაზიანებულია ქალაქში არსებული სხვადასხვა ინფრასტრუქტურა და საახალწლო მორთულობები. წაქცეული ხეები რამდენიმე ავტომობილს დაეცა და დააზიანა.
ვიდეო: ნინო მურღულია.