“ძაან მძიმე და ცუდი ნივთიერება ტრიალებს! იწვევს მძიმე ფსიქიკურ აშლილობას, ფსიქოზს, ძლიერ ძილიანობას!“- ნარკოლოგი წინასაახალწლოდ საგანგებო მიმართვას ავრცელებს
ნარკოლოგი ზურაბ სიხარულიძე მოსახლეობას აფრთხილებს:
“პატივცემულო საზოგადოება, ეხლა წინასახალწლო გაფრთხილება და ამ ბოლო ერთი კვირის მომართვიანობის გათვალისწინებით, მინდა კიდევ ერთხელ გაგაფრთხილოდ, რომ რაღაც ძაან მძიმე და ცუდი ნივთიერება ტრიალებს და აშკარად დაბინძურებულია. იწვევს მძიმე ფსიქიკურ აშლილობას, ფსიქოზს და ალბათ არის კვლავ გარეული ფენტანილი! იმიტომ რომ რამოდენიმე საათში იწვევს ძლიერ ძილიანობას!
ეხლა რაც შეეხება ახალ წელს, არ მიიღოთ ალკოჰოლი და უცნობი ნივთიერება ერთად, ვინაიდან ალკოჰოლი აძლიერებს ორმაგად მის მოქმედებას და ცუდი შედეგი უფრო მალე დადგება. გაატარეთ ახალი წელი ახლობლებთან ერთად, ზომიერად მიიღეთ ღვინო და ისიმოვნეთ ურთიერთობით თქვენ მეგობრებთან, ოჯახის წევრებთან და ნუ გატარებთ ახალ წელს სადმე ემერჯენსში!
დამდეგ შობა ახალ წელს გილოცავთ და გისურვებთ ჯანმრთელობას და ბედნიერებას!“ - წერს ზურაბ სიხარულიძე.