loader

"სასწაული აღდგომა მქონდა, ჩემს შვილს მივულოცე დაბადების დღე და... ბურთი მაქვს ყელში, მოსაყოლად მიჭირს..." - დათო არჩვაძე ქალიშვილზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"სასწაული აღდგომა მქონდა, ჩემს შვილს მივულოცე დაბადების დღე და... ბურთი მაქვს ყელში, მოსაყოლად მიჭირს..." - დათო არჩვაძე ქალიშვილზე

მომ­ღე­რალ დათო არჩვა­ძი­სა და სოფო კუ­ჭა­ვას ოჯა­ხი წლე­ბის წინ და­ინ­გრა. მომ­ღე­რა­ლი მე­ო­რედ ეთუ­ნა ფა­რე­ხე­ლაშ­ვილ­ზე და­ქორ­წინ­და. პირ­ვე­ლი ქორ­წი­ნე­ბი­დან მას შვი­ლი, თა­მარ არჩვა­ძე ჰყავს და ამ­ბობს, რომ მისი ნახ­ვის შე­საძ­ლებ­ლო­ბა არ აქვს. მომ­ღე­რალ­მა ჯერ კი­დევ 2 წლის წინ ია ფა­რუ­ლა­ვას გა­და­ცე­მა­ში "ფა­რუ­ლი კონ­ვერ­ტი" შვილ­ზე და იმ სირ­თუ­ლე­ებ­ზე ისა­უბ­რა, რო­მე­ლიც პირ­ვე­ლი ოჯა­ხის დან­გრე­ვას მოჰ­ყვა.

მა­შინ დათო ჰყვე­ბო­და, რომ სა­სა­მარ­თლო­თი ეკუთ­ვნო­და ბავ­შვის წა­მოყ­ვა­ნა, ერთი ღა­მით დარ­ჩე­ნა, "მაგ­რამ ბავ­შვის ცნო­ბი­ე­რე­ბა­ში და­ა­ფიქ­სი­რეს ის, რომ ბავ­შვი მა­მას არ უნდა გაჰ­ყვეს". რო­გორც ირ­კვე­ვა გა­და­ცე­მის შემ­დეგ შვილ­თან და­კონ­ტაქ­ტე­ბა შეძ­ლო და ეს სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლის მეშ­ვე­ბით მოხ­და. გა­და­ცე­მა­ში "მოდი ვი­ლა­პა­რა­კოთ ია ფა­რუ­ლა­ვას­თან" მომ­ღე­რალ­მა წლე­ბის შემ­დეგ შვილ­თან პირ­ვე­ლი სა­უ­ბა­რი ემო­ცი­უ­რად გა­იხ­სე­ნა:

"ამ გა­და­ცე­მის შემ­დეგ მოხ­და სას­წა­უ­ლი. აღ­დგო­მა დღეს ჩემი პირ­ვე­ლი შვი­ლის და­ბა­დე­ბის დღე იყო და გა­ვი­გე, რომ გახ­სნა "ფე­ის­ბუ­ქის" გვერ­დი. მა­ნამ­დე არ ჰქონ­და სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლი. მისი და­ბა­დე­ბის დღე და აღ­დგო­მა ერ­თმა­ნეთს ემ­თხვე­ო­და. მთე­ლი კვი­რა წუ­თებს და წა­მებს ვით­ვლი­დი.... 12 სა­ათ­ზე მი­ვუ­ლო­ცე აღ­დგო­მა და და­ბა­დე­ბის დღე ერ­თად. გუ­ლე­ბით და ბევ­რი სიყ­ვა­რუ­ლე­ბით მომ­წე­რა, რომ მეც მიყ­ვარ­ხარ და მე­ნატ­რე­ბიო. ჩემი ქა­ლიშ­ვი­ლი 15 წლის არის, მარ­თლა სა­ო­ცა­რი აღ­დგო­მა მქონ­და. ცხოვ­რე­ბა­ში ასე­თი ბედ­ნი­ე­რი აღ­დგო­მა არ მქო­ნია.