"გელოდებით ყველას" - საახალწლო გალა-კონცერტი პირველი რესპუბლიკის მოედანზე გაიმართება
პირველი რესპუბლიკის მოედანზე, ახალი წლის დადგომასთან ერთად, გრანდიოზული გალა-კონცერტი გაიმართება, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
დედაქალაქის მერის განმარტებით, გალა-კონცერტი იქნება ორმოქმედებიანი თეატრალიზებული შოუ, მიუზიკლი, რომელიც საქართველოსა და ევროპის კულტურას და ტრადიციებს გააერთიანებს.