ზვავსაშიშროების საფრთხის გამო გუდაური-კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის მლეთა-გუდაურის მონაკვეთზე ავროტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია, ხოლო გუდაური-კობის მონაკვეთზე ზვავსაშიშროების საფრთხის დონე მაღალია, რის გამოც ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.
გარდა ამისა, ხაშური-აწყურის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. თოვის და გზის გაყინვის გამო ხაშური-ახალციხე-ვალესა და ახალციხე-ნინოწმინდის საავტომობილო გზებზეც შეზღუდვებია.