loader

"არ ვიცი როგორ ვიცხოვრო შენს გარეშე... შეხვედრამდე ჩემო პრინცესა" - რას წერს სა­გა­რე­ჯო­ში მომ­ხდარი ავ­ტო­კა­ტას­ტრო­ფის დროს დაღუპული 20 წლის, ორსული გო­გო­ნას მეუღლე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"არ ვიცი როგორ ვიცხოვრო შენს გარეშე... შეხვედრამდე ჩემო პრინცესა" - რას წერს სა­გა­რე­ჯო­ში მომ­ხდარი ავ­ტო­კა­ტას­ტრო­ფის დროს დაღუპული 20 წლის, ორსული გო­გო­ნას მეუღლე

სა­გა­რე­ჯო­ში მომ­ხდარ ავ­ტო­კა­ტას­ტრო­ფას 20 წლის ორსული გო­გო­ნა ემსხვერ­პლა. უბე­დუ­რი შემ­თხვე­ვა 19 დე­კემ­ბერს მოხ­და. ერ­თმა­ნეთს ორი ავ­ტო­მო­ბი­ლი შე­ე­ჯა­ხა, რის შე­დე­გა­დაც გო­გო­ნა ად­გილ­ზე და­ი­ღუ­პა.

გარ­დაც­ვლი­ლი სა­გა­რეჯო­ე­ლი ახალ­გაზ­რდა დადუ კე­რა­ტიშ­ვი­ლია. ის ახალ­და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლი იყო და ბავ­შვს ელო­დე­ბო­და.

ახალ­გა­ზრ­და ქალი 5 თვის ფეხ­მძი­მე იყო. დადუ კე­რა­ტიშ­ვი­ლი 30 დე­კემ­ბერს 21 წლის გახდევიდა.

გოგონას მეუღლე, ლევან მეკოკიშვილი სოციალურ ქსელში წერილს აქვეყნებს:

"წახვედი ჩემო ანგელოზო დღეს სამუდამოდ და დამტოვე მარტო ჯერ. არ ვიცი როგორ ვიცხოვრო შენს გარეშე. ყველაზე სტრესული და დამღლელი დღის მერე, შენ იყავი ჩემი წამალი ყველაფრის. შენი მზრუნველობით და პოზიტივით მჯერა, შენც და ჩვენი პატარაც უკეთეს ადგილას იქნებით. ვიცი როგორ ვერ ძლებდი ვერასდროს უჩემოდ და როგორ გიყვარდი. სამუდამოდ ცოცხალი ხარ ჩემს გულში და ისიც ვიცი, არასდროს არ მომცილდები გვერდიდან. მომენატრები, შეხვედრამდე ჩემო პრინცესა."