loader

არიან თუ არა პრაღაში სროლის შედეგად დაშავებულთა შორის საქართველოს მოქალაქეები? - საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

არიან თუ არა პრაღაში სროლის შედეგად დაშავებულთა შორის საქართველოს მოქალაქეები? - საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

პრაღაში, ჩარლზის უნივერსიტეტის ტერიტორიაზე სროლის შედეგად დაშავებულთა შორის საქართველოს მოქალაქეების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა. ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია საუბარი.

"საქართველოს საელჩო ჩეხეთის რესპუბლიკაში ინფორმირებულია ინციდენტის შესახებ, კავშირზეა ჩეხეთის შესაბამის სტრუქტურებთან. საქართველოს მოქალაქეების დაშავების შესახებ ინფორმაცია ჯერ არ არის", - აღნიშნულია განცხადებაში.

სროლა პრაღის ცენტრში მდებარე უნივერსიტეტში - ჩეხეთის პოლიციის ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არიან დაღუპულები და დაშავებულები. პრაღის ცენტრში სულ მცირე, 10 ადამიანია მოკლული, დაშავებულთა რაოდენობა 30-ს აჭარბებს.

პოლიცია მოსახლეობას სახლში დარჩენისკენ მოუწოდებს. უნივერსიტეტის შენობა სრულ ალყაშია მოქცეული სამართალდამცავების მხრიდან.