"ფსიქიკური პრობლემები გაქვს? წესიერად ილაპარაკე!" - დაპირისპირება საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს სხდომაზე
"ფსიქიკური პრობლემები გაქვს? წესიერად ილაპარაკე!" - დაპირისპირება საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს სხდომაზე - საბჭოს წევრს, ლიკა შავგულიძეს, კითხვები ჰქონდა არხის მენეჯმენტის გადაწყვეტილებაზე, შვიდი გადაცემის დახურვის შესახებ. ლიკა შავგულიძე მოითხოვდა, არხის ხელმძღვანელებს ფინანსური ანალიზით დაედასტურებინათ გადაწყვეტილების მიზეზი.
კითხვამ არხის ახალი და მიმდინარე ამბების ბლოკის დირექტორი გიორგი გვიმრაძე გააღიზიანა და შავგულიძეს სიტყვიერად დაუპირისპირდა.
შეგახსენებთ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტმა შვიდი გადაცემა, მათ შორის, გორგილაძის "აუტანელი სიმსუბუქე" დახურა.
საზმაუმ ამის შესახებ ოფიციალურად 16 დეკემბერს განაცხადა — ერთი დღის შემდეგ, რაც არხზე გადაცემების დახურვის თაობაზე საზოგადოებამ სხვა მედიასაშუალებებისგან შეიტყო.