სავაჭრო ობიექტების დახლებზე დილაობით შესაძლოა პროდუქციის განახლებული ასორტიმენტი აღარ დაგხვდეთ
სავაჭრო ობიექტების დახლებზე დილაობით შესაძლოა პროდუქციის განახლებული ასორტიმენტი აღარ დაგხვდეთ.
სწორედ ამ საფრთხეს ხედავენ დისტრიბუტორთა ასოციაციაში იმ რეგულაციის ამოქმედების შემდეგ, რომელიც თბილისში, კონკრეტულ ქუჩებსა და დროის მონაკვეთში, დიდგაბარიტიანი მანქანების გადაადგილების აკრძალვას გულისხმობს. როგორც ცნობილია, მომავალი წლის 1-ელი იანვრიდან, დროის გარკვეულ მონაკვეთში, დედაქალაქის კონკრეტულ ადგილებშიდიდი გაბარიტის მქონე მანქანების გადაადგილება დილის 8-დან 11-მდე და საღამოს 5-დან 8 საათამდე შუალედში იზღუდება.
გადაადგილების აკრძალვა არ შეეხება ბეტონმზიდ და ნავთობპროდუქტების გადამზიდ ავტომობილებს.