რამდენიმე წუთის წინ მოზარდზე, რომელიც კახეთის გზატკეცილზე ცოფიანმა ძაღლმა გაკაწრა, ახალი ინფორმაცია გავრცელდა - "ყველას გაინტერესებთ და ასე უნდა გაგახაროთ!"
"ყველას გაინტერესებთ და ასე უნდა გაგახაროთ! რა ბედნიერებაა ასეთი კარგი ამბის გაზიარება: მოვიდნენ ბავშვის მშობლების მეგობრები და მოგვახარეს, რომ ბავშვი 3-ჯერ არის უკვე აცრილი!
შეგიძლიათ გაახაროთ სხვებიც. ყველას უდიდესი მადლობა ამდენი ყურადღებისთვის და მხარდაჭერისთვის!" - ამის შესახებ სოციალურ ქსელში "გალფის" მარკეტინგის დეპარტამენტის უფროსი ნინო ჯიბლაძე წერს.
ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ კახეთის გზატკეცილზე, კოსმონავტის ძეგლის მიმდებარედ არსებული "გალფის" ბენზინგასამართ სადგურთან მოზარდი ძაღლმა გაკაწრა, ძაღლს კი ცოფი დაუდასტურდა.