loader

უმძიმესი კადრები ჩინეთიდან, სადაც დამანგრეველ მიწისძვრას, მინიმუმ, 116 ადამიანი ემსხვერპლა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

უმძიმესი კადრები ჩინეთიდან, სადაც დამანგრეველ მიწისძვრას, მინიმუმ, 116 ადამიანი ემსხვერპლა

ჩინეთში დამანგრეველ მიწისძვრას 116 ადამიანი ემსხვერპლა, ასობით კი დაშავდა. მიწისძვრა გვიან ღამით ჩრდილო-დასავლეთ ჩინეთში, განსუს პროვინციაში, მოხდა.

დანგრეულია 4700-ზე მეტი სახლი, განადგურებულია გზები და ადმინისტრაციული შენობები. მაშველები ნანგრევებში ჩარჩენილი ხალხის გადარჩენას ამ წუთებშიც ცდილობენ.

შეერთებული შტატების გეოლოგიური სამსახურის ინფორმაციით, მიწისძვრა 5.9 მაგნიტუდის სიმძლავრის იყო, ჩინეთის ხელისუფლებაში კი განაცხადეს, რომ სიმძლავრემ 6.2 მაგნიტუდას მიაღწია.

პროვინციის დედაქალაქი ლანჯოუ ეპიცენტრიდან დაახლოებით 60 მილის დაშორებით მდებარეობს.