სისხლიანი დაპირისპირება, დაჭრილია 2 პირი - რა მოხდა მარნეულში?
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ყიზილაჯლოში 2 ახალგაზრდა დაჭრეს. შემთხვევა წუხელ, გვიან ღამით მოხდა.
არსებული ინფორმაციით, მომხდარს წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა. დაშავებულების მდგომარეობა სტაბილურია, ისინი კლინიკაში არიან გადაყვანილი.