"მდგომარეობა ძალიან რთულია, თავის თხემი საერთოდ არ აქვს ბავშვს" - რას ამბობს გურიაში პიტბულის მიერ დაკბენილი ბავშვის ოჯახის ახლობელი?
გურიაში პიტბულის მიერ დაკბენილი 2 წლის ლაზარეს ჯანმრთელობის მდგომარეობა ისევ მძიმეა. მცირეწლოვანი იაშვილის კლინიკაში მკურნალობს. მას რამდენიმე გადაუდებელი ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა. ძაღლმა რამდენიმე დღის წინ 5 და 2 წლის ძმები დაკბინა. ლაზარესთან შედარებით, მსუბუქია მეორე ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა. არსებული ინფორმაციით, მცირეწლოვნის მკურნალობის ხარჯებს სახელმწიფო დააფინანსებს.
ვიდეო: "მთავარი არხი"