"გილოცავთ! ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, საქართველოს მიენიჭოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი!" - ირაკლი ღარიბაშვილი
"გილოცავთ! ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, საქართველოს მიენიჭოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი!" - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
შეგახსენებთ, რომ ევროპულმა საბჭომ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება გადაწყვიტა.
ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მიერ სოციალურ ქსელ X-ში გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
ამასთან, ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება უკრაინასა და მოლდოვასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნის შესახებ.